თეირანის დასავლეთით მდებარე სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა, 48 კი დაშავდა - Palitra News

თეირანის დასავლეთით მდებარე სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა, 48 კი დაშავდა

2026-05-06 12:53:03+04:00

ირანული მედიის ინფორმაციით, თეირანის დასავლეთით მდებარე სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა, 48 კი დაშავდა. მედიის ცნობით, ცეცხლის სწრაფ გავრცელებას შენობის აალებადი ფასადი შეუწყო ხელი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.