პაკისტანის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტრამპს ჰორმუზის სრუტეში „პროექტი თავისუფლების“ დროებით შეჩერებისთვის მადლობას უხდის - Palitra News

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტრამპს ჰორმუზის სრუტეში „პროექტი თავისუფლების“ დროებით შეჩერებისთვის მადლობას უხდის

2026-05-06 13:29:26+04:00

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტრამპს ჰორმუზის სრუტეში „პროექტი თავისუფლების“ დროებით შეჩერებისთვის მადლობას უხდის.

„მადლიერი ვარ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გაბედული ლიდერობისთვის და ჰორმუზის სრუტეში „პროექტი თავისუფლების“ დაპაუზების შესახებ გაკეთებული დროული განცხადებისთვის“, - წერს პაკისტანის პრემიერ-მინისტრი, შეჰბაზ შარიფი X-ზე.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პასუხი პაკისტანისა და საუდის არაბეთის თხოვნაზე, რეგიონში მშვიდობის მიღწევას ხელს შეუწყობს.

„პაკისტანი კვლავ ერთგული რჩება ყველა იმ ძალისხმევის მიმართ, რომელიც ხელს უწყობს თავშეკავებასა და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას დიალოგისა და დიპლომატიის გზით“, - აცხადებს პაკისტანის პრემიერ-მინისტრი.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის ოპერაცია, რომელიც ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების გაყვანას ისახავს მიზნად, მცირე დროით შეჩერდება. ტრამპის განმარტებით, ირანთან მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.