რუსებმა სუმში საბავშვო ბაღს დაარტყეს - Palitra News

რუსებმა სუმში საბავშვო ბაღს დაარტყეს

2026-05-06 13:36:23+04:00

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ სუმს დრონებით შეუტიეს და საბავშვო ბაღის შენობას დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი „ტელეგრამ“ არხების ცნობით, ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, ადამიანები იყვნენ მოყოლილი.

სუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არტიომ კობზარმა, დაადასტურა, რომ დრონებმა საბავშვო ბაღის შენობას დაარტყეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.