მეუფე შიო - მომდევნო კვირაში მოგვიწევს გაფართოებული კრების ჩატარება, სადაც კათოლიკოს-პატრიარქი გამოირჩევა - მინდა ვთხოვო ყველას, გააძლიერონ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ჩავატაროთ ღირსეულად და ყოფილიყოს ერისთვის სასარგებლო არჩევანი - Palitra News

მეუფე შიო - მომდევნო კვირაში მოგვიწევს გაფართოებული კრების ჩატარება, სადაც კათოლიკოს-პატრიარქი გამოირჩევა - მინდა ვთხოვო ყველას, გააძლიერონ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ჩავატაროთ ღირსეულად და ყოფილიყოს ერისთვის სასარგებლო არჩევანი

2026-05-06 13:58:35+04:00

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიოს ინფორმაციით, გაფართოებული საეკლესიო კრება, სადაც ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა უნდა მოხდეს, მომდევნო კვირაში გაიმართება.

ამის შესახებ მან გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებულით ჩატარებული წირვის შემდეგ ქადაგებისას აღნიშნა.

„თქვენ იცით, რომ მომდევნო კვირაში ჩვენ მოგვიწევს დიდი გაფართოებული საეკლესიო კრების ჩატარება, სადაც უნდა მოხდეს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა. მე მინდა ვთხოვო ჩვენს სამღვდელოებას, ჩვენს საეკლესიო დასს, ყოველ თქვენგანს, ჩვენს ძვირფას მრევლს, რომ გააძლიერონ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ჩავატაროთ ღირსეულად, მშვიდობიანად, სიყვარულით, რომ ღვთის ნება აღსრულდეს და ყოფილიყოს ჩვენი ეკლესიისა და ერისთვის სასარგებლო არჩევანი და გადაწყვეტილება. წმინდა გიორგის ვევედროთ, პირველ რიგში. წმინდა გიორგი შეგვეწიოს ყველას, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სულს და დალოცოს ყოველი ჩვენგანი“,- აღნიშნა მეუფე შიომ.