ურბნისისა და რუისის ეპისკოპისი, მეუფე იობი ამბობს, რომ ეკლესიაში ადგილი აქვს ზეწოლასაც და ჩარევასაც. სასულიერო პირი, რომელიც პატრიარქობის ერთ-ერთი კანდიდატია მიიჩნევს, რომ აუცილებელია ცვლილებები თუ რეფორმები არაერთი მიმართულებით და მნიშვნელოვანია მომავალში რუის ურბნისის საეკლესიო კრება ჩატარდეს. თუმცა საპირისპირო პოზიციას მოისმენთ საპატრიარქოს სხვა წარმომადგენლებისგან. ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ამბობს, რომ პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით პროცესები ნორმალურად მიმდინარეობს და საკითხში არავინ ერევა. მისი სიტყვებით ეკლესია ძალიან საიმედო ხელშია.