დიუშენის კუნთოვანი დისტორფიის მქონე ბავშვების მშობლები ახალი პრეპარატების საქართველოში ჩამოტანის მოთხოვნით უწყვეტ პროტესტს განაგრძობენ. მშობლები, დღეს, 19 საათზე ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდნენ, თუმცა მას შემდეგ რაც თბილისის მერიამ მათ ამის ნებართვა არ მისცა, მშობლებმა გეგმები შეცვალეს. დიუშენის პაციენტის მშობლები საპატრიარქოს შენობის წინ შეკრებას აპირებენ. მანამდე შეხვედრა შედგა სახალხო დამცველ ლევან იოსელიანთა. მაშო დიასამიძეს ვუთმობთ ეთერს.