როგორ აფასებენ ევროპარლამენტის მორიგ კრიტიკული ანგარიშს "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციაში - Palitra News

როგორ აფასებენ ევროპარლამენტის მორიგ კრიტიკული ანგარიშს "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციაში

2026-05-06 15:45:34+04:00

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ევროპარლამენტის მორიგი კრიტიკული ანგარიში პოლარიზაციის გაღრმავებასა და არჩეული ხელისუფლების დისკრედიტაციას ემსახურება. ხელისუფლების შეფასებით, მსგავსი დამოკიდებულება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს აზიანებს და რადიკალური განწყობების წახალისებას ემსახურება. თავად ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის კურსი მნიშვნელოვნად შეიცვალა. დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს დემოკრატიულ უკუსვლაზე, არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებზე, ადამიანის უფლებების პრობლემებსა და პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე. ანგარიშში პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილსა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, ასევე სამართალდამცავი და სასამართლო სისტემის ნაწილს ეკისრება. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ევროპარლამენტის კრიტიკა მთლიანად ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია.