ადვოკატი - სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილთან საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ მიმდინარეობს - Palitra News

ადვოკატი - სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილთან საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ მიმდინარეობს

2026-05-06 15:47:08+04:00

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილთან საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ მიმდინარეობს. ადვოკატის, რობერტ გრიგალაშვილის განცხადებით,ლილუაშვილი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. უფლებამდაცველი იმედოვნებს, რომ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგება, რადგან მისივე შეფასებით, წარმოდგენილი მტკიცებულებები თავისი შინაარსით, პირდაპირ მტკიცებულებებს არ წარმოადგენს.