გურჯაანის მუნიციპალიტეტში 36 წლის მამაკაცი მოკლეს - Palitra News

გურჯაანის მუნიციპალიტეტში 36 წლის მამაკაცი მოკლეს

2026-05-06 16:15:34+04:00

გურჯაანის მუნიციპალიტეტში 36 წლის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა სოფელ კარდენახში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი სოფლის მიმდებარედ ვენახში გარდაცვლილი იპოვეს და მას პირველადი დათვალიერებით, ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

მათივე თქმით, მომხდარი შესაძლოა, რამდენიმე დღის წინ დაწყებულ კონფლიქტს უკავშირდებოდეს, თუმცა რა გახდა მკვლელობის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.