მოლოდინი ჰქონდა, რომ ის აუცილებლად შეეხებოდა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა ერთი სიტყვა მისი მხრიდან საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე არ გაგვიგია. ერთადერთი იყო ის, რომ მისი საქმე ჰგავს ფაზლს, რომელსაც არ აქვს ფიგურები და სასამართლომ კარგად უპასუხა გიორგი მიქაძეს. ეს იყო ფაზლი, რომელსაც ჰქონდა არაერთი ფიგურა, რომელიც ერთმანეთთან იყო დაკავშირებული და ზუსტად მტკიცებულებებით და მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნებით, ვიდეო მასალით, ერთობლიობაში დადასტურდა შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა. სასამართლოს განაჩენი არის დასაბუთებული და კანონიერი. მე ვამბობდი, რომ არ არის მარტივი საქმე, ვინაიდან შეკვეთით და ანგარებით
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის პროკურორ, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, სასამართლოს განაჩენი არის დასაბუთებული და კანონიერი.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ განუცხადა.
„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. რაც შეეხება მტკიცებულებებს, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ბრალდების მხარე აფიქსირებდა პოზიციას, რომ საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ერთობლიობაში ადასტურებდა ბრალდებულების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას. დღეს ჩვენ მოვისმინეთ ბრალდებულის საბოლოო სიტყვა და ალბათ ბევრს მოლოდინი ჰქონდა, რომ ის აუცილებლად შეეხებოდა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა ერთი სიტყვა მისი მხრიდან საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე არ გაგვიგია. ერთადერთი იყო ის, რომ მისი საქმე ჰგავს ფაზლს, რომელსაც არ აქვს ფიგურები და სასამართლომ კარგად უპასუხა გიორგი მიქაძეს. ეს იყო ფაზლი, რომელსაც ჰქონდა არაერთი ფიგურა, რომელიც ერთმანეთთან იყო დაკავშირებული და ზუსტად მტკიცებულებებით და მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნებით, ვიდეო მასალით, ერთობლიობაში დადასტურდა შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა. სასამართლოს განაჩენი არის დასაბუთებული და კანონიერი. მე ვამბობდი, რომ არ არის მარტივი საქმე, ვინაიდან შეკვეთით და ანგარებით მკვლელობის გამოძიება დაკავშირებულია ბევრ სირთულესთან. ბრალდების მხარემ და საგამოძიებო ორგანომ შეძლო ყველა შესაძლებელი მტკიცებულება მოეძიებინა, რაც შეიძლება ყოფილიყო ამ საქმესთან დაკავშირებით“,- განაცხადა ვეფხვაძემ.
ცნობისთვის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები - დავით და გიორგი მიქაძეები, ასევე გიორგი ჯოხაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო.