2026 წლის 6 მაისს, უკრაინული მხარის ინიციატივით, გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის სატელეფონო საუბარი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრი სიბიჰასთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.
„საუბრისას განხილულ იქნა საქართველო-უკრაინის ურთიერთობები, ხაზი გაესვა დიალოგის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით შემდგომ ნაბიჯებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ერევანში, 4 მაისს, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში საქართველოს-პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ვლადიმერ ზელენსკის შეხვედრა გაიმართა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომუნიკაცია უკრაინული მხარის ინიციატივით შედგა. ასევე, შეხვედრას საქართველოსა და უკრაინის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები - მაკა ბოჭორიშვილი და ანდრეი სიბიჰა ესწრებოდნენ.