დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოსთან შეიკრიბნენ - Palitra News

დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოსთან შეიკრიბნენ

2026-05-06 20:46:09+04:00

დიუშენის კუნთოვანი დისტორფიის მქონე ბავშვების მშობლები ახალი პრეპარატების საქართველოში ჩამოტანის მოთხოვნით ამჯერად, საპატრიარქოსთან შეიკრიბნენ. მანამდე, გეგმის ნაწილი ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქციის გამართვა იყო, თუმცა მოთხოვნას, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარით უპასუხა. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა საკუთარი წუხილი და მოთხოვნის დეტალები სახალხო დამცველს გაუზიარეს. როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, ლევან იოსელიანმა მშობლებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის უწყებებთან ურთიერთობის პროცესში დახმარება შესთავაზა.