სასამართლომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც მოსამართლემ განმარტა, ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურება. საქმეზე საუბრისას, პროკურორმა აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასკვნებით, ვიდეო მასალით, ერთობლიობაში დადასტურდა შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა. დაცვის მხარე კი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.