ავლაბარში ავარიული სახლის ნაწილი ჩამოინგრა - Palitra News

ავლაბარში ავარიული სახლის ნაწილი ჩამოინგრა

2026-05-06 20:51:18+04:00

ავლაბარში, ფაღავას ქუჩაზე, ავარიული შენობის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ისნის რაიონის გამგეობის ცნობით, აღნიშნულ შენობაში მცხოვრები ხუთი ოჯახი ბინის ქირის კომპენსაციით გაიყვანეს. მათივე განმარტებით, ავარიულ საცხოვრებელ სახლში დარჩენილი იყო ორი ოჯახი, რომლებმაც თავის დროზე გამგეობის შეთავაზებაზე უარი თქვეს.