საქართველო მიწვეული არ არის 10-11 მაისს კვიპროსში დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელიც ევროპულ საქმეთა საკითხებში ევროკავშირის მინისტრებს, ევროკომისიის წარმომადგენლებსა და ევროკავშირის კანდიდატ და პოტენციურ კანდიდატ ქვეყნებს გააერთიანებს. კვიპროსის თავმჯდომარეობის პრესსამსახური მიზეზად - ქართული ოცნების საგარეო კურსს ასახელებს. საქართველოსა და ევროკავშირს შორის გართულებული ურთიერთობის პროცესში, განხილვის ერთ-ერთ თემად რჩება, ევროპარლამენტის ანგარიშიც. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ევროპარლამენტის მორიგი კრიტიკული ანგარიში პოლარიზაციის გაღრმავებასა და არჩეული ხელისუფლების დისკრედიტაციას ემსახურება.