საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას განცხადებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა მკვეთრად გამოხატული პრევენციული ხასიათისაა. მისივე თქმით, განსაკუთრებული ინფლაციური წნეხი მომდინარეობს მსოფლიო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბაზრიდან. როგორც თურნავა განმარტავს, მოლოდინები და რისკები ნათელია მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვის, რომელიც ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტიორი ქვეყანაა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი მცირედით, 0.25 პროცენტული პუნქტით - 8.25 პროცენტამდე გაზარდა. ლელო-ძლიერ საქართველოში ამბობენ, რომ ხელისუფლების ყველა შტო ინფლაციის არსებობას უარყოფს, თუმცა მათივე თქმით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ქვეყანაში ინფლაციური პროცესები უკონტროლოა.