საქართველოს პროკურატურამ 103 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“-ს უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.. უწყების ინფორმაციით, ე.წ. შავ ბაზარზე მისი ღირებულება დაახლოებით 30 მილიონ ლარს შეადგენს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი სატვირთო ავტომობილი, რომელიც დატვირთული იყო კაუსტიკური სოდით, საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა და მესამე ქვეყანაში უნდა გასულიყო. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.