გიორგი უძილაურს ჯაშუშობის ბრალდება წარედგინა - მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება - Palitra News

გიორგი უძილაურს ჯაშუშობის ბრალდება წარედგინა - მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება

2026-05-06 21:04:29+04:00

ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანს, წარსულში ჟურნალისტსა და "ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილ უფროსს, გიორგი უძილაურს, პროკურატურამ საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. უწყება სასამართლოს, სავარაუდოდ, ხვალ, მიმართავს.