გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს - Palitra News

გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს

2026-05-06 21:38:52+04:00

ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, როგავა საქართველოში არ იმყოფება, ამიტომ გამოკითხვა ონლაინ ფორმატში გაიმართება.

როგავას ინფორმაციით, მას 7 მაისს, თბილისის დროით, 12:00 საათზე გამოკითხავენ.

კომპანიის განცხადებით, როგავა „ფორმულაზე“ გადაცემაში „ნამდვილი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან“ გასული საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ დაიბარეს გამოკითხვაზე.

გამოკითხვაზე დაბარებული იყო ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილიც.

“ფორმულას“ ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, გურამ როგავაზე სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობა დადგენილია. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ტელეკომპანია აცხადებს, რომ პირი, რომელიც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო.