ახალი პატრიარქის არჩევის თარიღი ახლოვდება  -  შიდა საქმეებში გარე ჩარევის მცდელობები კვლავ განხილვის თემაა - Palitra News

ახალი პატრიარქის არჩევის თარიღი ახლოვდება  -  შიდა საქმეებში გარე ჩარევის მცდელობები კვლავ განხილვის თემაა

2026-05-07 09:43:41+04:00

ახალი პატრიარქის არჩევის თარიღი ახლოვდება - გაფართოებული კრება, რომელსაც დაახლოებით 2000 დელეგატი დაესწრება დიდი ალბათობით, მომდევნო კვირას გაიმართება. ახალი პატრიარქის არჩევამდე საპატრიარქოს შიდა საქმებეში გარე ჩარევის მცდელობები კვლავ განხილვის თემაა. არაერთი მთვდელმთავრის განცხადებებმა გააჩინა ეჭვი რომ შესაძლოა არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი ინტერესები ქვეყნის ხელისუფლებას ჰქონდეს. გაჟღერდა ვერსიაც, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებასა და სინოდის წევრებს შორის შუამავლის როლი კონკრეტულმა ბიზნესმენმა შეასრულა. ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი გავრცელებულ ცნობებს არ ადასტურებს. მისი განცხადებით, მეუფეებზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლის მცდელობებზე ინფორმაციას არ ფლობს.