დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები საპროტესტო აქციების გაგრძელებას მუდმივ რეჟიმში აანონსებენ - Palitra News

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები საპროტესტო აქციების გაგრძელებას მუდმივ რეჟიმში აანონსებენ

2026-05-07 10:01:04+04:00

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები პროტესტს განაგრძობენ. გუშინ ისინი საქართველოს საპატრიარქოსთან მივიდნენ და ეკლესიისგან დახმარება და დალოცვა ითხოვეს. მშობლების ნაწილის განცხადებით, საპატრიარქოს სამი კვირის წინ წერილი მისწერეს, თუმცა ამ დრომდე მათგან პასუხი არ მიუღიათ. ამავე დროს, მშობლები საპროტესტო აქციების გაგრძელებას მუდმივ რეჟიმში აანონსებენ, მათ შორის კვლავ გეგმაშია კვირის ტრადიციული მსვლელობის გამართვაც.