ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული პოლიტიკოსების საქმეზე განაჩენი, შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს - Palitra News

ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული პოლიტიკოსების საქმეზე განაჩენი, შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს

2026-05-07 10:01:41+04:00

ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული პოლიტიკოსების - პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 4 პირის საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული. დღევანდელ პროცესზე ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვის უფლებით უნდა ისარგებლონ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ყველა პატიმარი, რომელსაც ბრალი 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით წარდუგინეს, პოლიტიკურად დევნილია. პარტია ლელოში კი აცხადებენ, რომ მიუხედავად 4 ოქტომბრის აქციისადმი მათი დამოკიდებულებისა, ყველა დაკავებული პოლიტიკოსი უნდა გათავისუფლდეს.