ქართული მხარის არ მიწვევა ევროკავშირის არაფორმალურ მინისტერილაზე - რჩება თუ არა საქართველო ევროკავშირის პოლიტიკურ სივრცეში - Palitra News

ქართული მხარის არ მიწვევა ევროკავშირის არაფორმალურ მინისტერილაზე - რჩება თუ არა საქართველო ევროკავშირის პოლიტიკურ სივრცეში

2026-05-07 10:05:38+04:00

რჩება თუ არა საქართველო ევროკავშირის პოლიტიკურ სივრცეში - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები გადაჭრით ამბობენ, რომ ევროპული გაერთიანება საქართველოს ფაქტორის უგულებელყოფას არ აპირებს, რაც თავის მხრივ, ქართველი ხალხის დახმარების მცდელობებში აისახება. საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის პერსპექტივას უკვე დიდი ხანია პესიმისტურად უყურებს და არსებულ პრობლემებზე პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს. პოლიტოლოგებს მიაჩნიათ, რომ ქართული მხარის არ მიწვევა ევროკავშირის არაფორმალურ მინისტერილაზე, სადაც გაფართოების საკითხებს განიხილავენ, სწორედ შეჩერებული ევროინტეგრაციის დასტურია.