გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შავი ზღვის დაბინძურების 2 ფაქტი გამოავლინეს - Palitra News

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შავი ზღვის დაბინძურების 2 ფაქტი გამოავლინეს

2026-05-07 10:07:08+04:00

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შავი ზღვის დაბინძურების 2 ფაქტი გამოავლინეს. პორტუგალიისა და პალაუს დროშების ქვეშ მცურავმა გემებმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურეს. ფოთის სასამართლომ ორივე გემი სამართალდამრღვევად ცნო და თითოეული 100 ათასი ლარით დააჯარიმა. გემებს თავისუფალი ნაოსნობის უფლება ჯარიმისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცათ.