ახლო აღმოსავლეთში ვითარება დაძაბული, ჰორმუზის სრუტე კიირანის მხრიდან კვლავ დახურული რჩება. ბოლო ცნობებით, რომელიც საერთაშორისო მედიაში ვრცელდება, ირკვევა, რომ ირანისა და აშშ-ის მხარეები დიპლომატიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და შესაძლოა სულ მალე შეთანხმებას მიაღწიონ. აღნიშნულ ინფორმაციას მედია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-მა ირანს 30-დღიანი ვადა მისცა, როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, შეთანხმების მისაღწევად კონკრეტული საბოლოო ვადა არ არსებობს.მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ირანი გამდიდრებულ ურანს შეერთებულ შტატებს გადასცემს. გავრცელებული ინფორმაციით, თეირანი 400 კილოგრამზე მეტ გამდიდრებულ ურანს ფლობს.