ილია თოფურია, UFC-ს სხვა მებრძოლებთან ერთად, თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა - Palitra News

ილია თოფურია, UFC-ს სხვა მებრძოლებთან ერთად, თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა

2026-05-07 10:09:26+04:00

ილია თოფურია, UFC-ს სხვა მებრძოლებთან ერთად, თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა. აშშ-ს პრეზიდენტმა იმ მებრძოლებს უმასპინძლა, რომლებიც 15 ივნისს თეთრ სახლში დაგეგმილ UFC-ის ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. ტურნირი აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნება. ილია თოფურია ორგანიზაციის მსუბუქი დივიზიონის (70კგ წონის კატეგორიაში) ქამრისთვის ბრძოლაში ამერიკელ ჯასტინ გეიჯის შეხვდება. 29 წლის თოფურია UFC-ს ორი წონის ჩემპიონია.