უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისა და დიპლომატიაზე გადასვლის მკაფიო წინადადება გაეგზავნა, თუმცა მოსკოვმა შეტევები არ შეაჩერა. როგორც ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა, სიტუაციიდან გამომდინარე, სარკისებურად უპასუხებს. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავად 8-9 მაისს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. პუტინის საპასუხოდ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადაწყვიტა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 6 მაისს 00:00 საათიდან ამოქმედდებოდა. აღნიშნული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი რუსეთმა მალევე დაარღვია. ამავდროულად, ცნობილი ხდება, რომ რუსეთის მიერ სუმის საბავშვო ბაღზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა.როგორც უკრაინული მედია წერს, შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, შვიდი კიდაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაღუპულები დაწესებულების თანამშრომლები იყვნენ. ოფიციალური პირების ცნობით, თავდასხმა სუმის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სამოქალაქო ობიექტზე ორი უპილოტო აპარატით მოხდა. დარტყმის დროს ბავშვები შენობაში არ იმყოფებოდნენ.