ლატვიაში რუსეთის საჰაერო სივრციდან ორი დრონი შეფრინდა - Palitra News

ლატვიაში რუსეთის საჰაერო სივრციდან ორი დრონი შეფრინდა

2026-05-07 10:17:53+04:00

ლატვიაში რუსეთის საჰაერო სივრციდან ორი დრონი შეფრინდა, - ინფორმაციას ლატვიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ლატვიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, პოლიციამ დილით ბალვის, ლუძისა და რეზეკნეს რაიონებში საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ გამოაცხადა.

სახელმწიფო პოლიციაში განაცხადეს, რომ ოპერატიულმა სამსახურებმა დრონის ნამსხვრევები ქალაქ რეზეკნეში ნავთობის საცავის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.

მათივე თქმით, დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ნავთობის ოთხი ცარიელი ავზი დაზიანდა.

ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, ანდრის სპრუდმა განაცხადა, რომ დრონები, სავარაუდოდ, უკრაინის მიერ რუსეთში სამიზნეებზე დარტყმისთვის იყო გაშვებული.

„სავარაუდოა, რომ ეს დრონები უკრაინის მხრიდან რუსეთში სამიზნეების მიმართულებით იყო გაშვებული. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია და ინფორმაცია დაზუსტებას საჭიროებს“, - აღნიშნა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა.