Politico - ევროკავშირმა აშშ-თან სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირება ვერ შეძლო - Palitra News

Politico - ევროკავშირმა აშშ-თან სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირება ვერ შეძლო

2026-05-07 10:37:00+04:00

ევროკავშირმა აშშ-თან სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირება ვერ შეძლო, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტის მომლაპარაკებლებმა ოთხშაბათს საღამოს აშშ-თან სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირების საკითხზე მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.

გამოცემა წერს, რომ ევროკავშირის ვაჭრობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების კომისარმა, მაროშ შეფჩოვიჩმა ვაშინგტონთან სავაჭრო ურთიერთობების სტაბილიზაციის მიზნით მომლაპარაკებლებს შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა და აშშ-მა სავაჭრო შეთანხმებას 2025 წლის ივლისში მიაღწიეს. შეთანხმება ევროკავშირიდან ექსპორტზე გატანილ საქონელზე 15%-იან ტარიფებს ითვალისწინებს. შეთანხმების ძალაში შესვლისთვის ევროკავშირმა მისი რატიფიცირება უნდა მოახდინოს.

გასულ კვირას, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სავაჭრო შეთანხმებას არ ასრულებს.

„სიხარულით ვაცხადებ, რომ იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ ევროკავშირი არ ასრულებს ჩვენს მიერ სრულად შეთანხმებულ სავაჭრო შეთანხმებას, შემდეგ კვირას შეერთებულ შტატებში ევროკავშირიდან იმპორტირებულ მსუბუქ და სატვირთო მანქანებზე ტარიფს 25%-მდე გავზრდი. ტარიფი 25%-მდე გაიზრდება” - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.