სატელეფონო საუბარი თბილისსა და კიევს შორის - რა გზავნილები გაცვალეს ბოჭორიშვილმა და სიბიგამ - Palitra News

სატელეფონო საუბარი თბილისსა და კიევს შორის - რა გზავნილები გაცვალეს ბოჭორიშვილმა და სიბიგამ

2026-05-07 12:30:30+04:00

ერევანში გამართულ სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრის შემდგომ უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებზე დიალოგი ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელების დონეზე გაგრძელდა. გამოქვეყნებული ოფიციალური განცხადებებიდან ირკვევა, რომ მაკა ბოჭორიშვილი და ანდრეი სიბიგა გუშინ გამართულ სატელეფონო საუბრისას ურთიერთობების ნორმალიზების საერთო ინტერესზე შეთანხმდნენ და შესაძლოა უახლოეს მომავალში შეხვედრაც შედგეს. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, არც თუ ისე სასიამოვნო ბოლო გზავნილების შემდგომ, მსჯელობისა და საკითხების განხილვის ინიციატივა უკრაინულმა მხარემ გამოხატა, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობების ნორმალიზების საფუძველს იძლევა.