პოლიციამ თბილისში მძევლად ხელში ჩაგდების, ყაჩაღობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავა - Palitra News

პოლიციამ თბილისში მძევლად ხელში ჩაგდების, ყაჩაღობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

2026-05-07 13:08:52+04:00

პოლიციამ თბილისში მძევლად ხელში ჩაგდების, ყაჩაღობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თანამზრახველებთან ერთად, მიმდინარე წლის მარტის თვეში, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ბინაში მოტყუებით შევიდა. ბრალდებულებმა ცივი იარაღის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ბინაში მყოფ მოქალაქეებს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, მათ კუთვნილ თანხასა და ძვირადღირებული ტექნიკას უკანონოდ დაეუფლნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დანაშაული 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.