თეა ახვლედიანმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით ორგანიზებული ტრენინგ-სემინარი „სამშვიდობო სკოლა ახალგაზრდებისთვის“ გახსნა - Palitra News

თეა ახვლედიანმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით ორგანიზებული ტრენინგ-სემინარი „სამშვიდობო სკოლა ახალგაზრდებისთვის“ გახსნა

2026-05-07 13:11:23+04:00

თეა ახვლედიანმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით ორგანიზებული ტრენინგ-სემინარი „სამშვიდობო სკოლა ახალგაზრდებისთვის“ გახსნა, რომელიც ემსახურება სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებზე. თეა ახვლედიანის განცხადებით, სამშვიდობო სკოლის პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, შესაბამისი თემატური სესიების ფარგლებში მიიღონ ინფორმაცია და სამშვიდობო პროცესში ჩართული სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელონ მათთვის საინტერესო და აქტუალურ თემებზე.