ევროკავშირმა აშშ-თან სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირება ვერ შეძლო - Palitra News

ევროკავშირმა აშშ-თან სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირება ვერ შეძლო

2026-05-07 13:14:09+04:00

საერთაშორისო მედიის ცნობით, ევროკავშირმა აშშ-თან სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირება ვერ შეძლო. ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტის მომლაპარაკებლებმა ოთხშაბათს საღამოს აშშ-თან სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირების საკითხზე მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. მედია იუწყება, რომ რომ ევროკავშირის ვაჭრობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების კომისარმა, მაროშ შეფჩოვიჩმა ვაშინგტონთან სავაჭრო ურთიერთობების სტაბილიზაციის მიზნით მომლაპარაკებლებს შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდა.ევროკავშირმა და აშშ-მა სავაჭრო შეთანხმებას 2025 წლის ივლისში მიაღწიეს. შეთანხმება ევროკავშირიდან ექსპორტზე გატანილ საქონელზე 15%-იან ტარიფებს ითვალისწინებს. შეთანხმების ძალაში შესვლისთვის ევროკავშირმა მისი რატიფიცირება უნდა მოახდინოს.