ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ცალკე წარმოებად მიმდინარე ეპიზოდზე ბრალდებულ მამუკა ბაღდავაძეს 7 წლით, გიორგი კაჭკაჭაშვილს კი 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - Palitra News

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ცალკე წარმოებად მიმდინარე ეპიზოდზე ბრალდებულ მამუკა ბაღდავაძეს 7 წლით, გიორგი კაჭკაჭაშვილს კი 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

2026-05-07 13:17:38+04:00

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობის საქმეზე ცალკე წარმოებად მიმდინარე ეპიზოდზე ბრალდებულები - მამუკა ბაღდავაძე და გიორგი კაჭკაჭაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიას გადაწყვეტილებით, კაჭკაჭაშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, მამუკა ბაღდავაძეს კი 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ცნობისთვის, გიორგი კაჭკაჭაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც მართლსაწინააღმდეგოდ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენას, შენახვასა და გასაღებას გულისხმობს.

მამუკა ბაღდავაძეს კი ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2-3 ნაწილებით და 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ცრუ ჩვენების მიცემასა და დანაშაულის დაფარვას გულისხმობს.