83 მილიონიდან 154 მილიონამდე - მხოლოდ ბოლო 5 წელში, ბიუჯეტიდან შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურების ხარჯი თითქმის გაორმაგდა - Palitra News

83 მილიონიდან 154 მილიონამდე - მხოლოდ ბოლო 5 წელში, ბიუჯეტიდან შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურების ხარჯი თითქმის გაორმაგდა

2026-05-07 14:08:06+04:00

83 მილიონიდან 154 მილიონამდე. მხოლოდ ბოლო 5 წელში, ბიუჯეტიდან შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურების ხარჯი თითქმის გაორმაგდა. მხოლოდ ამ წლის პირველ კვარტალში, საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 154 მლნ ლარზე მეტი დახარჯა. ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.5 მლნ ლარით მეტია. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არ არის მითითებული, თუ რამდენი შტატგარეშე თანამშრომელი მუშაობს სხვადასხვა სამინისტროში, სსიპ-სა თუ ააიპ-ში. რაც შეეხება იმას, თუ როგორ იცვლებოდა ბოლო 5 წლის განმავლობაში შტატგარეშე დასაქმებულებისთვის გამოყოფილი სახელფასო თანხები, მხოლოდ რამდენიმე მონაცემს მოვიყვან და მეტი სიზუსტისთვის, ასევე წლის პირველი სამი თვე ავიღოთ. 2024 წელს ეს თანხა დაახლოებით 83,5 მილიონი ლარი იყო, ორ წელიწადში უკვე 124 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო მიმდინარე წელს როგორც უკვე გითხარით 155 მილიონს მიუახლოვდა. შტატგარეშეებთან ერთად, ბიუჯეტიდან ხელფასი უშურველად იზრდება შტატიანი მოხელეებისთვისაც და მხოლოდ ამ წლის პირველ კვარტალში 775 მლნ ლარს გადააჭარბა. შედარებისთვის, შარშან სამ თვეში ეს თანხა 90 მილიონი ლარით ნაკლები იყო.