ნიკოლ ფაშინიანი - 9 მაისს რუსეთში არ მივემგზავრები - Palitra News

ნიკოლ ფაშინიანი - 9 მაისს რუსეთში არ მივემგზავრები

2026-05-07 14:26:27+04:00

9 მაისს რუსეთში არ მივემგზავრები, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის გამო, 9 მაისს მოსკოვში, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს არ დაესწრება.

„ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტს აპრილში ვიზიტის დროს ვაცნობე“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს გაიმართება.