ბილ ბროუდერმა  დიდი ბრიტანეთის ხელისულფლებისგან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვა - რა საფუძვლებს ხედავს მაგნიტსკის აქტის ინიციატორი დასანქცირებისთვის - Palitra News

ბილ ბროუდერმა  დიდი ბრიტანეთის ხელისულფლებისგან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვა - რა საფუძვლებს ხედავს მაგნიტსკის აქტის ინიციატორი დასანქცირებისთვის

2026-05-07 15:42:19+04:00

"მაგნიტსკის აქტის" ინიციატორმა , ბილ ბროუდერმა დიდი ბრიტანეთის ხელისულფლებისგან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვა. ლონდონში მზია ამაღლობელთან და საქართველოში მედიის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიაზე ბროუდერმა განაცხადა, რომ ივანიშვილმა ქონება რუსეთში დააგროვა და მის წინააღმდეგ ყველანაირი კომპრომატი არსებობს. მისივე სიტყებით, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ძირითადად რუსეთის დავალებებს ასრულებს, ამიტომ მნიშვნელოვანია გაერთიანებულმა სამეფომ, ის როგორც ოლიგარქი დაასანქცირონ.