სასამართლოში  4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს - რა ჰქონდათ სათქმელი ბრალდბულთა სკამდე მსხდომებს სასამართლოსთვის - Palitra News

სასამართლოში  4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს - რა ჰქონდათ სათქმელი ბრალდბულთა სკამდე მსხდომებს სასამართლოსთვის

2026-05-07 15:44:38+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული - პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 4 პირის საქმეზე დასკვნითი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვებს წარმოთქვამენ ბრალდებულები, გარდა ირაკლი შაიშმელაშვილისა, რადგან ის ქვეყანაში არ იმყოფება და მასზე ძებნაა გამოცხადებული. საბოლოოს სიტყვების მოსმენის შემდეგ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.