უახლოეს მომავალში შესაძლოა უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტების შეხვედრა ვიხილოთ თუმცა როდის და სად ეს ჯერჯერობით უცნობია. მას შემდეგ რაც ერევანში გამართულ სამიტზე ირაკლი კობახიძე და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს შეხვდნენ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთოებების საკითხზე დიალოგი საგარეო უწყების ხელმძღვანელების დონეზე გაგრძელდა. მაკა ბოჭორიშვილის ინფორმაციით, მხარეები შეხვედრაზეც დათანხმდნენ და საკითხების განხილვის ინიციატივა უკრაინულმა მხარემ გამოხატა. შესაძლოა თუ არას საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობები ჩვეულ ნორმას დაუბრუნდეს?