გიორგი უძილაურის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა - Palitra News

გიორგი უძილაურის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

2026-05-07 15:47:56+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსს და ასევე, „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი უძილაურის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესი დაწყებისთანავე დაიხურა, რaდგან საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს. გიორგი უძილაური თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის დუმილის უფლებას იყენებს. პროკურატურის ცნობით, ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას. უძილაურს 12 წლამდე პატიმრობა ემურება.