საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება - Palitra News

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება

2026-05-07 15:48:34+04:00

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება 11 მაისს, 13:00 საათზე თბილისში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო სოციალურ ქსელში ავრცელებს. „კრებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო-ტექნიკური დეტალები ცნობილი გახდება მოგვიანებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. ამდენად ახალი პატრიარქის არჩევის თარიღი ახლოვდება - გაფართოებული კრება, რომელსაც დაახლოებით 2000 დელეგატი დაესწრება დიდი ალბათობით, მომდევნო კვირას გაიმართება. ახალი პატრიარქის არჩევამდე საპატრიარქოს შიდა საქმეეში გარე ჩარევის მცდელობები კვლავ განხილვის თემაა. არაერთი მთვდელმთავრის განცხადებებმა გააჩინა ეჭვი რომ შესაძლოა არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი ინტერესები ქვეყნის ხელისუფლებას ჰქონდეს. გაჟღერდა ვერსიაც, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებასა და სინოდის წევრებს შორის შუამავლის როლი კონკრეტულმა ბიზნესმენმა შეასრულა. ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი გავრცელებულ ცნობებს არ ადასტურებს. მისი განცხადებით, მეუფეებზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლის მცდელობებზე ინფორმაციას არ ფლობს.