ლელო  - ძლიერი საქართველოში აცხადებენ, რომ "ქართული ოცნება" ანაკლიის პორტის მშენებლობის ილუზიას ქმნის და საზოგადობას ატყუებს - Palitra News

ლელო  - ძლიერი საქართველოში აცხადებენ, რომ "ქართული ოცნება" ანაკლიის პორტის მშენებლობის ილუზიას ქმნის და საზოგადობას ატყუებს

2026-05-07 15:49:48+04:00

ლელო - ძლიერი საქართველოში აცხადებენ, რომ "ქართული ოცნება" ანაკლიის პორტის მშენებლობის ილუზიას ქმნის და საზოგადობას ატყუებს. ირაკლი კუპრაძის თქმით, ანაკლიის პორტს პირველი გემი 2020 წელს უნდა მიეღო დღეს კი ვხედავთ არარსებულ პროექტს, ჩაშლილ მოლაპარაკებებს და ქვეყნიდან გაძევებულ დასავლელ ინვესტორებს. მისი შეფასებით, სახელმწიფომ ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან შეუკვეთა ახალი ე.წ. მასტერპლანი, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნება პორტის მიზნობრიობას ეჭვქვეშ აყენებს.