თეთრი სახლი ახალ ანტიტერორისტულ სტრატეგიას აქვეყნებს, რომელშიც ევროპა ტერორიზმის „ინკუბატორად“ არის მოხსენიებული - Palitra News

თეთრი სახლი ახალ ანტიტერორისტულ სტრატეგიას აქვეყნებს, რომელშიც ევროპა ტერორიზმის „ინკუბატორად“ არის მოხსენიებული

2026-05-07 15:50:32+04:00

თეთრი სახლი ახალ ანტიტერორისტულ სტრატეგიას აქვეყნებს, რომელშიც ევროპა ტერორიზმის „ინკუბატორად“ არის მოხსენიებული. სტრატეგია სამ მთავარ საფრთხეს ასახელებს: ნარკოტერორისტები და ტრანსნაციონალური კრიმინალური დაჯგუფებები, ისლამისტური ტერორიზმი და ძალადობრივი მემარცხენე ექსტრემისტები, მათ შორის ანარქისტები და ანტიფაშისტები. დოკუმენტი ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ გაზარდონ ანტიტერორისტული ძალისხმევა“ და ნატო-ს ფარგლებში გლობალურ ოპერაციებში უფრო დიდი წილი იტვირთონ. სტრატეგიაში ირანის შესახებ ნათქვამია, რომ ოპერაციებმა – „შუაღამის ჩაქუჩმა“ და „ეპიკურმა მრისხანებამ“ ქვეყნის ბირთვული შესაძლებლობები გაანეიტრალა.