9 მაისს მოსკოვში მობილურ ინტერნეტზე წვდომა შეიზღუდება - Palitra News

9 მაისს მოსკოვში მობილურ ინტერნეტზე წვდომა შეიზღუდება

2026-05-07 15:52:16+04:00

რუსული მედიის ინფორმაციით, 9 მაისს მოსკოვში მობილურ ინტერნეტზე წვდომა შეიზღუდება.რუსეთის ციფრული განვითარების, კომუნიკაციებისა და მასმედიის სამინისტროს განცხადებით, შეზღუდვების დაწესების მიზეზი 9 მაისს, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. 9 მაისს მოსკოვში, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი, სამხედრო ტექნიკის გარეშე ჩატარდება. კრემლში განაცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი უკრაინის მხრიდან ტერორისტული საფრთხეა.