უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, რუსტემ უმეროვი მაიამიში გაემგზავრა, სადაც სტივ უიტკოფს შეხვდება.
ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის კომუნიკაციის საკითხებში მრჩეველმა, დმიტრი ლიტვინმა ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა.
“კი, გაემგზავრა და უკვე შეატყობინა პრეზიდენტს, მალე იქნება ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია”, - განაცხადა ლიტვნიმა.
ცნობისთვის, მანამდე უკრაინული და საერთაშორისო მედია ინფორმაციას ავრცელებდა, რომ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, რუსტემ უმეროვი მიმდინარე კვირას მაიამიში გაემგზავრებოდა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან შესახვედრად.