საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება 11 მაისს, 13:00 საათზე თბილისში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო სოციალურ ქსელში ავრცელებს. „კრებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო-ტექნიკური დეტალები ცნობილი გახდება მოგვიანებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. გაფართოებული კრებას, დაახლოებით 2000 დელეგატი დაესწრება.