გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის განცხადებით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის მოწმემ, ნია იმნაძემ სასამართლოს ჩვენება არ მისცა, რადგან სასამართლო პროცესზე ცუდად გახდა და სასწრაფო გამოიძახეს. როგორც ეკა კუპატაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ნია იმნაძის შეუძლოდ გახდომა წინასწარ იყო დაგეგმილი. კუპატაძე მოითხოვს ნია იმნაძეს ექსპერტიზა ჩაუტარონ. გიგა ავალიანის საქმეზე ოთხი პირი დააკავეს. ალექსანდრე გაბაშვილს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რასაც სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, ხოლო გიორგი რიკაძეს და ორ არასრულწლოვანს - დანაშაულის შეუტყობინებლობა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს ბრალდება დაუმძიმდა.