შალვა პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური დაძაბულობა საერთაშორისო წესრიგს საფრთხეს უქმნის - Palitra News

შალვა პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური დაძაბულობა საერთაშორისო წესრიგს საფრთხეს უქმნის

2026-05-07 20:43:53+04:00

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების რიგით პირველ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, რეგიონთაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ამ მხრივ, განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა. პაპუაშვილის თქმით, დღევანდელი მოშლილი საერთაშორისო სისტემა გეოპოლიტიკური დაძაბულობით, ეკონომიკური გაურკვევლობითა და უსაფრთხოების დინამიკის ცვალებადობით ხასიათდება. როგორც ის აღნიშნავს, საზოგადოება არის წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ჩამოშლის მოწმე, რაც საგანგაშო პროცესია და ეჭვქვეშ აყენებს სახელმწიფოებს შორის სტაბილურობის, თანამშრომლობისა და ნდობის საფუძვლებს.