სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სომხეთი უკრაინის საკითხში რუსეთის მოკავშირე არ არის. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა გაიხსენა, რომ სომხეთმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ აზერბაიჯანისთვის 2020 წლისომის შემდეგ, მილოცვის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ წევრებმაც მიულოცეს, როგორიცაა ბელარუსი. ამავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ სწორედ ზელენსკის ერევანში ვიზიტმა აჩვენა სომხეთის მოქალაქეებს ის მომავალი, რასაც ევროკავშირი მათ უმზადებს.