დაუბრუნდება თუ არა თბილისისა და კიევის ურთიერთობები ძველ ფორმატს? - Palitra News

დაუბრუნდება თუ არა თბილისისა და კიევის ურთიერთობები ძველ ფორმატს?

2026-05-07 20:46:57+04:00

უახლოეს მომავალში შესაძლოა უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ვიხილოთ, თუმცა როდის და სად, ეს ჯერჯერობით უცნობია. მას შემდეგ, რაც ერევანში გამართულ სამიტზე ირაკლი კობახიძე და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს შეხვდნენ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთოებების საკითხზე დიალოგი საგარეო უწყების ხელმძღვანელების დონეზე გაგრძელდა. მაკა ბოჭორიშვილის ინფორმაციით, საკითხების განხილვის ინიციატივა უკრაინულმა მხარემ გამოხატა - მხარეები გუშინ, სატელეფონო საუბრისას, შეხვედრაზეც შეთანხმდნენ.